“ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო”

ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი ჟურნალ “თბილისელებთან” აცხადებს, რომ წყალი არასდროს გაუსინჯავს.

“ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენჯერმე ძალით ვცადე დალევა და ჭიქა რომ მივიტანე ტუჩთან, საშინელი თევზის სუნი ვიგრძენი და ცუდად გავხდი. დედაჩემსაც კი ვეკითხებოდი, ბავშვობაში წყალს ვსვამდი-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, არ მიმიქცევია ყურადღებაო (იცინის). ვსვამ ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს და ვჭამ ბოსტნეულს. ამით ვივსებ წყლის ბალანსს ორგანიზმში და არც გაუწყლოება მაწუხებს” – განაცხადა სალომე გოგიაშვილმა.