მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნავს, რომ 60 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელია:
„მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ფიზიკურ შესაძლებლობებს სცდება, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, დაიწყო. 60 წლის ვარ და სურვილები ზუსტად იგივე მაქვს, როგორიც 30 წლის ასაკში მქონდა, თუმცა მერე რაღაცების განხორციელებას ვეღარ ახერხებ…
მე, მაგალითად, ახლა ძალიან გამაბედნიერებდა ერთი კარგი რემონტი ჩემს სახლში (იღიმის). ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიანაც მინდა. მე კი არა, 85 წლის არის დედაჩემი და დღესაც უნდა ახალი კაბა, ახალი ფეხსაცმელი რომ ჩაიცვას და ისე მიიღოს მეგობრები, ან თვითონ ეწვიოს სხვას. თუმცა როცა არ არის ამის შესაძლებლობა და ეს ხშირად ხდება, ამის გამო არ ვითრგუნები…“
კითხვაზე, რას ფიქრობს სიყვარულისა და საყვარელი მამაკაცის შესახებ, რომელიც მის გვერდით შეიძლება იყოს, მსახიობი ასე პასუხობს:
„ეგ ეტაპი უკვე დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში (იცინის). არასდროს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მე ამ წუთას ამ განწყობაზე არ ვარ. ჩემი ცხოვრებიდან ჩანს ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება. სამჯერ ვიყავი გათხოვილი და სამივეჯერ დიდი სიყვარულით შევქმენი ოჯახი. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ გვერდზე მყოლოდა საყვარელი მამაკაცი. ახლა კი მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი შვილისა და შვილიშვილების ბედნიერებაზე ვიზრუნო…“