სოფია კვინიკაძეს სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებელთა უმეტესობა უკვე კარგად იცნობს. მის ბლოგს სახელწოდებით Depressed Georgian in South Korea 362 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სოფია ამჟამად სეულში ცხოვრობს. არც ისე დიდი ხანია, მან კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ სამხრეთ კორეულ სააგენტოსთან და პლუს ზომის მოდელის ამპლუაში დაიწყო კარიერა. ახლახანს კი, სოფიას ფოტო საფრანგეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჟურნალის – MALVIE Magazine-ის ყდაზეც დაიბეჭდა.