“ნიკოს აქვს ფანრიანი ნოკია, ერთმა გოგომ გადაწყვიტა დაეცინა და უთხრა, “რა პულტივით ტელეფონი გაქვსო”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვეკო დოდაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რა შეემთხვა მის შვილს სკოლის ტრანსპორტში.

“ნიკოს აქვს ფანრიანი ნოკია, იმ მიზნით, რომ როცა სკოლიდან გამოვა დამირეკოს და სახლთან რომ მოვა ასევე, დამირეკოს.

 

 ამ მიზანს გადასარევად ასრულებს ეს ნოკია.

არც გატეხვის დარდი გვაქვს, არც მოპარვის, არც დაკარგვის, არც იმის, რომ შემთხვევით ბატარეა დაუჯდება (10 დღე ძლებს).
ნიკოსაც ბავშვობიდან ვასწავლით, რომ ნივთებზე დამოკიდებულება რაღაცნაირობაა და მოკლედ, არ აღელვებს ეს თავისი ფანრიანი ნოკია.
დღეს მიყვება, სკოლის ტრანსპორტშიო ერთმა გოგომ გადაწყვიტა დაეცინა და მითხრა, “რა პულტივით ტელეფონი გაქვსო”. მერე, რა უპასუხეთქო?
მივაწოდე და ვუთხარი, “მიდი, გადართე საყვარელ არხზეო” და დაიბნაო.

ასე, ვითომც არაფერი დაჯდა სავახშმოდ, თემა შეცვალა და იმის მერე ვფიქრობ, რომ (ასე როგორ დავიმსგავსე) ჩემს თვალში ფანრიანი ნოკია არავის მსგავსად არ “აუმაღლებია”, – წერს დოდაშვილი.