„სკოლაში კლასელების მხრიდან ყოველდღიური დაცინვის ობიექტი და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი…“

„რუსთავი 2“-ის „პრაიმჰაუსის“ მონაწილე, პერსონალური მწვრთნელი ხატია დიაკონიძე ჟურნალ „გზასთან“ ჰყვება იმ ბულინგის შესახებ, რომელიც სკოლის ასაკში გამოაირა. მისი თქმით, ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა და არათუ ტანსაცმლისა და საჭმლის ფული არ ჰქონდათ, არამედ მუდმივი საცხოვრებელიც პრობლემა იყო. ამის გამო ხატია ზედიზედ რამდენიმე წელი სკოლაში ერთი და იმავე ტანსაცმლით დადიოდა და ამის გამო მასთან არავინ მეგობრობდა:

„ბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეობის პერიოდშიც ვიყავი: კლასელებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა, რადგან მათთვის ყოველდღიური დაცინვის ობიექტი ვიყავი. გარდატეხის ასაკში, სკოლაში ისეთი რთული პერიოდები მაქვს გამოვლილი, რომ ალბათ ეს გახდა საწყისი, ოდესმე ისეთ სფეროში ვყოფილიყავი, რომ ქალების და საერთოდ, ადამიანების მოტივატორი გავმხდარიყავი…“