“ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ ხუმრობას, თუმცა, ბოდიში მოსახდელი იყო”

მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში დედამისის სკანდალს ეხმაურება და წერს, რომ მან უკვე ბოდიში მოიხადა.

დიახ მეგობრებო ყველა ვცდებით ! დიახ მეგობრებო ბოდიშსაც ვიხდით , ბოდიში არასდროს არის გვიან, ვინც დედაჩემს იცნობს ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ უბოროტო ხუმრობას თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ! დიახ მეგობრებო ყველა ბავშვი გადასარევი და უნიკალურია! მიიღეთ ბოდიში”, – წერს რუსკა მაყაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”