ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ის მხარდაჭერას უცხადებს მსახიობს, რომელიც ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლებიდან მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო მოხსნა.
“წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა და გადაცემაში გადავიღეთ მისი პორტრეტი. დილის 6 საათზე, როცა თბილისს ნარჩენებისგან ასუფთავებდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას, სამსახურს. ისე მოსწონდა რასაც აკეთებდა. მას შემდეგ, სადაც არ უნდა ვნახო, რომელ ეთერშიც, ბედნიერი მეეზოვე მახსენდება. ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია. ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს, თამარ მაყაშვილს.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქში”.