აშშ-ში მცხოვრები დეკანოზი, თომა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ში ეკონომიკური პრობლემების გამო ბევრი სამუშაო ადგილები აღარაა და ახალჩამოსულების უმეტესობა ძალიან დიდ განსაცდელსა და ვალში ვარდებიან.
“ამერიკაში წამსვლელ ქართველებისათვის, ვისაც ისეთი პროფესია არ გაგაჩნიათ რაც ადვილად დაგაწყებინებთ სამსახურს ამერიკაში, კარგად დაფიქრდით მანამდე გადაწყვიტავთ მექსიკით შეაღწიოთ აშშ-ში. ამერიკაში ეკონომიური პრობლემების გამო ბევრი სამუშაო ადგილები აღარაა და ახალჩამოსულების უმეტესობა ძალიან დიდ განსაცდელსა და ვალში ვარდებიან.
ბოლოს ამ ხალხის ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ისევ კანადაში გადასვლაა, სადაც ამჟამად სამუშაოების ნაკლებობა ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა აქაც დიდ ეკონომიკურ დეპრესიას ელოდებიან.
მოსმენილი საშინელი ამბებიდან, რაც ჩვენ საწყალ ახალ იმიგრანტ ხალხს ატყდება, გთხოვთ დაფიქრდით სანამ დიდ განსაცდელში ჩაიგდებთ თავს.
ამერიკა ყოველთვის ლამაზი ოცნება არაა სამწუხაროდ.
ნუ განმიკითხავთ, ვიცი ხალხის მდგომარეობა საქართველოში და ასევე ვიცი იმიგრანტების სამწუხარო ამბები“, – წერს დეკანოზი.