მუსიკოსის დათო ევგენიძისა და ნინო ჟვანიას სიყვარულის ისტორია უკვე 18 წელს ითვლის.
როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილმა ურთიერთობას უკვე ოფიციალური სახე მისცა.
დათომ და ნინომ ხელი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა დათო ევგენიძის ქალიშვილი ლიკა ევგენიძე, რომელიც დათოს მეორე ქორწინებიდან ჰყავს.
ცნობისთვის, დათო ევგენიძესა და ნინო ჟვანიას ერთი შვილი – ნიკოლოზი ჰყავთ.