მომღერალი ეკა კვალიაშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” პირად ცხოვრებაზე საუბრობს და პირველი ქორწინების ისტორიას იხსენებს.
ეკა კვალიაშვილის თქმით, როდესაც გაიპარნენ, მისი მეუღლე დაოჯახებული იყო.
“25 წლის ვიყავი, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და გავიპარეთ. ოჯახის წევრებს არჩევანი არ მოეწონათ, რადგან ჩემს მეუღლეს ჰყავდა მეუღლე. დაოჯახებული იყო, მაგრამ მე მისი აქტიურობიდან გამომდინარე, უფრო ვენდე. რა თქმა უნდა, მე დამადანაშაულეს მათი ოჯახის დანგრევაში, მაგრამ თავად ჰქონდა დიდი სურვილი. მე მთელი ცხოვრებაა ვეძებ ნამდვილ სიყვარულს, ვიპოვე და მორჩაო. დედამთილმა ბოლომდე არ მიმიღო, როგორი მისაღები ვიყავი, რძალი სახლში ეჯდა…
ისე დავშორდით, მათთან კონტაქტი არ მქონია. 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილიც გვყავდა. თავიდან თითქოს ადვილი იყო, მერე რთული გახდა. ომი იყო სულ… მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, ბოლოს დავიღალე… ძალიან მიყვარდა, დაშორება გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ძალიან დიდი სიყვარული იყო, ორივეს გაგვიჭირდა, მაგრამ არ შემეძლო მთელი ცხოვრება გამეძლო. სამსახურში რომ წავიდა, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი, არც მითქვამს… გაგიჟდა, რა გააკეთეო”, – საუბრობს ეკა კვალიაშვილი.