“ეს აჩია თუ შოთი? – თუ გინდა, შოთიც ვიქნები” – რას წერს ეკა ხოფერია?

ჟურნალისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია წარმატებულ სტუდენტზე და ვეტერან ფეხბურთელ, შოთა არველაძეზე სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა, რომელიც ასე მოულოდნელად მოხვდა გალფის დღევანდელ ამბავზე და მიდის ნეაპოლში კვარაცხელიასთან შესახვედრად.

 მას გუშინწინ ნინჩო ჯიბლაძესთან ლაპარაკის მერე ვურეკავ
-გამარჯობა, ნიკა, მე ვარ ეკა
-გამარჯობა-
-ნიკა , ორშაბათს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელოდებით. რაღაც იგეგმება, რა, ზუსტად არ ვიცი.
მერე დღეს უკვე გავიცანით ერთმანეთი. ნიკას მამა არ ჰყავს, დედა მარტო ზრდის ძმებს აფხაზეთში. უფროსი კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს. ძმის მაგალითით ნიკამ გადაწყვიტა მოემზადოს , ჩააბაროს გამოცდები და სამი გამოცდითა და კარგი შედეგებით აბარებს სეუში;
ახლა მთავარი.
ზის ჩემ გვერდით. აქეთ დათო ტურაშვილი ზის, იქით გიო ისაკაძე და ჩემ გვერდით აჩი არველაძე. აჩის ნიკას ამბავს ვუყვები, მოუბრუნდა და გაუბა ლაპარაკი ნიკას. ეკითხება ყველაფერზე….
პაუზის დროს ნიკა ჩუმად მეკითხება
-ეს აჩია თუ შოთი?
აჩის პასუხი:
-თუ გინდა, შოთიც ვიქნები
მადლობა ადამიანებო, აი ასეთი წამებისთვის მართლა ღირს ცხოვრება. ნიკას , ისევე როგორც ბევრს ყველაფერი მაგრად ექნება. დღე და ღამე არ დავიშურებ არც ენერგიას და არც მონდომებას ამისთვის არც მე და არც ბევრი ადამიანი. ისინი ყველაფერს იმსახურებენ და ამავდროულად, უკვე დიდი პასუხისმგებლობაც აქვთ, პასუხისმგებლობა იმისა, რომ წინ წავიდნენ”, – წერს ხოფერია.