მომღერალმა მაგდა ჯოხაძემ გადაცემა „დღის პოსტში“ მის ბავშვობაზე ისაუბრა.
მაგდა ჯოხაძე იხსენებს, რომ მამის პატიმრობამ ოჯახის წევრებს ერთმანეთზე ზრუნვა ასწავლა.
„ყველა ერთნაირად გადარეულები ვიყავით, დედა მე იქით მიჭერდა, ანრის აქეთ, ომარი საერთოდ სხვა გზით მიდიოდა.
რთულად სამართავები ვიყავით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მამა პატიმარი იყო, ამან ძალიან შეგვკრა და გაგვაძლიერა, ერთმანეთზე მზრუნველობა გვასწავლა.
პატიმრობა 7 წელიწად- ნახევარი გაგრძელდა.
12 წლის ვიყავი, მამა რომ საპატიმროდან გამოვიდა და მერე სხვანაირად გაგრძელდა ცხოვრება. თუმცა ლაღი ბავშვობა გვქონდა.
15 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, გავიპარე.
შეყვარებული რომ ვიყავი, დედასაც გავაცანი, მამასაც და ძმებსაც. ბიჭი იყო 18 წლის.
რას იზამდნენ, ცოტა კი გაბრაზდნენ, რომ გავიპარე. ჩემი მომავლის სხვა გეგმები ჰქონდათ. 17 წლის უკვე დედა ვიყავი.
ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან რთული იყო. შეეჭიდო ისეთ რამეს, რომ ბავშვმა ბავშვები გაზარდო, ძალიან რთულია“. – ამბობს მაგდა ჯოხაძე „დღის პოსტში“ სტუმრობისას.