“ორ ავიაკატასტროფაში ვარ მოყოლილი”

მსახიობი, ზურა ყიფშიძე იხსენებს, რომ ავიაკატასტროფაში ორჯერ არის მოხვედრილი, – ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

“ორ ავიაკატასტროფაში ვარ მოყოლილი, პირველად 13 წლის ვიყავი, „მაცი ხვიტიას“ გადაღების დროს სვანეთიდან ზუგდიდში მივფრინავდით. ნაძვის ხეს დავეტაკეთ, რომელიც ორივე ფრთას შეერჭო და ასეთ მდგომარეობაში ვიფრინეთ ზუგდიდამდე. აღმოჩნდა, რომ მფრინავი მთვრალი ყოფილა. ყველას ძალიან შეეშინდა.

მეორე შემთხვევა სტუდენტობის პერიოდში მომიხდა. მოსკოვიდან თბილისში მოვფრინავდით. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დავეშვით მიწაზე, ჩააქრეს, დაგვამშვიდეს და გზა განვაგრძეთ. ვიღაც ღიპიანი კაცები აღარ ამოვიდნენ, შეეშინდათ…“, – აცხადებს მსახიობი.