ჟურნალისტი, ნანა აკობაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აზიარებს შშმ პირ ბიჭზე, რომელიც ერთ-ერთ საავადმყოფოში სხვებს დაეხმარა.
“ერთ-ერთ კლინიკაში მეამას ყავის აპარატი უდგათ – ინსტრუქციით, როგორ უნდა იყიდო კაფსულა (რეგისტრაცია, ბარათი, QR-კოდი) და მოიმზადო ყავა.
მივიდა შუახნის ქალი – წაიკითხა ეს ინსტრუქცია, ჩაიქნია ხელი და წამოვიდა- დაჯდა.
ბიჭი იჯდა იქვე, შშმპ. დედასთან ერთად. წამოდგა, ნელ-ნელა გაჭირვებით მივიდა აპარატთან, დედას ეყრდნობოდა. გაატარა ბარათი, აიღო კაფსულები და „ხომ არ გნებავთ თქვენც“? – გვეკითხება მე და ამ ქალს.
კი-მეთქი, ვუქნევ თავს ამ ქალის მაგიერ.
ჩამოასხა, აწვდის. დაისხა თვითონაც – იმ სახით, ვითომ ძალიან უნდოდა თვითონ.
– გაიხარე, შვილო, – ლოცავს ეს ქალი.
მეტი რაღა გაიხაროს: უციმციმებს თვალები და მიდის თავისი ადგილისკენ, უჭირავს დედას ცალ ხელში მისი ყავა და ცალ ხელში – მისი ხელი.
ასე – წამებში, უმარტივესად გვაჩვენა ბიჭმა, რომელსაც სიარული უჭირს
სიკეთეზე მეტი”, – წერს აკობაძე.