ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ხაშურში, ქვეითად მოსიარულე 20 წლის საბას ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. ჟუნალისტი, მძღოლების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
“ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა და ვინ აცალა ცხოვრება
გუშინ ხაშურში მანქანა დაეჯახა და 20 წლის ეს ანგელოზი აღარ არის
უმკაცრესად უნდა დაისაჯოს გზებზე ზიგზაგებით მორბენალი მძღოლები. 4 წლით კიარა დათუნას შემთხვევაში როგორც მოხდა. ბავშვი ცხოვრებას თავიდან რომ იწყებს და ის გაუნათლებელი და მავნე ბიუჯეტის ფულით კარგად რომ იკვებება.
ახლა ამ საქმეს რა ეშველება? ამ ანგელოზს რა ეშველება?
20 წლის საბას ვინ დააბრუნებს?
მისი მკვლელი 4 წლის შემდეგ ისევ ასე გადაუვლის ხალხს ქუჩაში?
დასასრული როდისაა?“, – წერს გოდერძი შარაშია.