“ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ“

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს, მეუფე სიმეონს მრევლმა Toyota Land Cruiser აჩუქა.

„მინდა გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს,..

არა, არავითარი გამოსრჩლება და ამგვარი, რადგან მაგდაგვარ მოაზროვნეებს მე ვერაფერს შევაგონებ, ეს ბოღმით შეპყრობილი ხალხი, რომელნიც იუდას მსგავსად ყოველთვის იმ ნელსაცხებელს მისტირიან , რომლის ხარჯებით გაჭირვვებულთა და ქვრივ-ობოლთა დახმარება იქნებოდა შესაძლებელი – არასოდეს გამოილევა, ისინი ხომ ამით ცოცხლობენ და იკვებებიან.

ყურადღება სხვა რამეზე მინდა გავამახვილო, იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რომელნიც ყურმოჭრილი მონებივით, სრულიად გამოლენჩებულნი, უსირცხვილოდ , უტიფრად იმეორებენ დაზუთხულ ტექსტებს (მიუხედავათ რა პასუხიც არ მიიღონ), რომელის მათმა “შეფებმა” ავარჯიშა და გამოწვრთნა, მათ მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი “შეფებისაკენ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის “ზმანებში” არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახ-კარი. სად ისვენებენ წელიწადის ოთხ დროში, რა უჯდებათ ეს დასვენება, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი გაჭირვებულებს, ქვრივ – ობლებს მოახმარონ, რომელზედაც ასე წუხან, რატომ იმალებიან სხვაზე თავდასხმის უკან, გვაჩვენონ მათი ცხოვრება. სასულიერო პირნი შეიმოსებიან კაბით და მორჩა, მისთვის შვებულება- დასვენება და მათგან განსხვავებით ცოტა თუ ბევრ საქვეყნო- საზოგადო საქმეს აკეთებენ.

ეს ოფიციალური ინტრიგნები კი მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას….

რაა ასეთი გადაცემების მოწყობით მათი ქვეტექსტი:

არ გიყვარდეთ ესენი, შეიძულეთ ღვთისმსახურები, ეკლესია.

ერთხელ ვკითხეთ რა მოტივი გამოძრავებ-თქო, პასუხი: სიმართლე არ დავწეროთო?

პირველ რიგში სიმართლე რას ემსახურება ისაა გასარკვევი, დამაბრკოლებლობას თუ გამხნევებას.

იგივე სიმართლით თქვენიც აჩვენეთ და მაგალითიც მოაყოლეთ, რომ ზრუნავთ გაჭირვებულთათვის სოც. დახმარებით და არა მათში ზიზღის ჩანრგვით…

რად გინდათ რატომ იძენთ და უახლოეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ… ჩაგეცინათ? ხო მაგ ჭკუაზე ხართ ეხლა თქვენ…

იცით თქვენ მამონის ძენო და ასულნო ვის ემსახურებით, პატარა ჭინკები მაგიტომ გჭირდებათ აყეფოთ და უტიფრად გამუდმებით ამეორებინოთ დაზუთხული
კითვები…

ამ სტატიაზეც არ გამოგრჩეთ ყეფა, აა ვიქნევ დირიჟორის ჯოხს დაიწყეთ…

აბა ვინ იქნება პირველი, ჭიღლაძე? თუ მეუფის ფრთის ქვეშ გაზრდილი – ნაძირლად გადაქცეულები...“, – დაწერა მეუფე ანტონმა „ფეისბუქზე“.