“ბებიაჩემი ულამაზესი, უდინჯესი, უთბილესი აფხაზი ქალია”

ტელეწამყვანი, თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბედნიერი ადამიანები – მადლიერი ადამიანები არიან.

“ბებიაჩემი, ულამაზესი, უდინჯესი, უთბილესი აფხაზი ქალია. მთელი ცხოვრება მასწავლის, რომ ძილის წინ და დილას, თვალის გახელისას მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს ყველაფრისთვის. ვცდილობდი, ხან ვამბობდი, ხან მავიწყდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. დღეს ვხვდები, ბედნიერი ადამიანები – მადლიერი ადამიანები არიან. მადლობელი ვარ თითოეული დღის, მადლობელი ვარ ღმერთის-ჯანმრთელი შვილებისთვის, სიყვარულისთვის და ნათელი ფერებისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისთვის, და-ძმისთვის, ლაღად გატარებული ბავშვობისთვის. ცხოვრებისეული დაბრკოლებებისთვის რომლებმაც ამ დღემდე მომიყვანა და პიროვნებად ჩამომაყალიბა.

 დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სიყვარულია ჩემს გარშემო, სიყალბის აუტანელი სურნელი არ მცემს არსაიდან. რომ მხოლოდ ნამდვილი ადამიანები მყავს გვერდით, მეგობარს – მეგობარს ვუწოდებ, ნაცნობს კი ნაცნობს.

მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის”, – წერს შარანგია.