სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი დავით ევგენიძის გადაცემიდან, სადაც მსახიობი ნინო კასრაძე დანანებით აღნიშნავს, რომ მას სიმღერის ნიჭი არ აქვს:
„ჩემი ცხოვრების მოუნელებელი ტკივილია, მე რომ არ ვმღერი. მე რომ კიდევ ვმღეროდე, ალბათ, სცენიდან ვერ ჩამომაგლეჯდით. როცა მეკითხებიან, რისი ნიჭი გინდა გქონდესო, ვამბობ, ხომ შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და ვიმღერო?“.