“კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა“

გუშინ, თერ­ჯო­ლა­ში 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ ცოცხლად დაწ­ვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, ბაია პატარაია ეხმაურება.

“კიდევ ერთი საზარელი ფემიციდი. სასტიკი, ყოფილი ცოლის მიმართ. არ პატიობენ ქალებს უარს, წასვლას, ადამიანობას არ პატიობენ.

ქალს რომ ადამიანობა უნდა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა რომ უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ…რა ვქნათ? რა ვქნათ და მინიმუმ გავიდეთ გარეთ. აქციები რატო არ არისო? არის, ბატონო, ხვალ, მე მივდივარ და სულ ვივლი, სადამდეც საჭირო იქნება. და როცა სხვა არ დააორგანიზებს, მე თვითონ დავაორგანიზებ თანამოაზრეებთან ერთად და ეგრე… კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა…“, – წერს უფლებადამცველი.