გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევში იმყოფება, საზოგადოებას უკრაინის მოქალაქის შესახებ ემოციურ ინფორმაციას უზიარებს.
მაქარაშვილი წერს უკრაინელ კაცზე, რომლის საქართველოში გამოხიზნული ოჯახიც პროდიუსერმა გუკა რჩეულიშვილმა შეიფარა:
„წყლის რიგში შუახნის უკრაინელი კაცი გავიცანი, „გამარჯობა საკარტველო“ მომაძახა.
შვილი ფრონტზე მყავს და ძალიან ვნერვიულობ, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრებაო.
მეუღლე და უსინათლო შვილიშვილი უკვე 9 თვეა საქართველოში მყავს გახიზნული და ისე ვგრძნობ თავს, თითქოს სახლში მყავს უსაფრთხოდო.
Guka San, შენ შეგიფარებია ჯერ კიდევ მარტში.
საქართველოს დროშის დანახვაზე დნებიან, უნდა ნახოთ როგორი მადლიერებით და იმედით გვიყურებენ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.