“ეკა ხოფერია მაგარი იყო ძველ რუსთავი 2-ზე, ისევე როგორც ინგა გრიგოლია, ეკა ბერიძე და კიდევ რამდენიმე სხვა”

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეკა ხოფერია მაგარი იყო ძველ რუსთავი 2-ზე, ისევე როგორც ინგა გრიგოლია, ეკა ბერიძე და კიდევ რამდენიმე სხვა. მერე იქიდან სადღაც წავიდა, ჟურნალშიც იყო, ასე თუ ისე ინარჩუნებდა კლასს. ბოლოს “იმედში” აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თოკ-შოუს წამყვანად. მისი პირველი სტუმარი იყო ლევან ვასაძე, მეორე- გრეჩიხა უცნობი. ეს უკვე მისი იდეოლოგიური და გემოვნებითი განაცხადი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, არასდროს, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ერთი წუთითაც კი არ მიყურებია მისი გადაცემისთვის.
ეს პოსტი ეკა ხოფერიაზე არაა, უბრალოდ, კარგი მაგალითია.
რა თქმა უნდა, არა ამ დონის ალერგია, მაგრამ “ყურებით გადაღლა” დამემართა ერთ-ორ გადაცემაზე. აღმოვაჩინე, რომ ერთ გადაცემას, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი და ველოდი, არ ვუყურებ კარგა ხანია. ჩავიტარე პატარა “ფსიქოანალიზი” და “ალერგენტსაც” მივაგენი.
ისე, კრიტიკიდან დაცული არავინ უნდა იყოს, მათ შორის მედია და კიდევ უფრო მათ შორის, კრიტიკული მედია.
“რა დროს ესაა”-ყველაზე სულელური შენიშვნაა.”