ბიჭმა, რომელიც საზოგადოებამ ერთი წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო, კვლავ დიდი თანხა იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თორ­ნი­კე ნი­ნი­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო გა­იც­ნო, როდესაც ბიჭმა დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხა იპო­ვა და პატ­რო­ნის მო­ძებ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­წყვი­ტა.

მან მე­პატ­რო­ნე მა­ლე­ვე იპო­ვა და თან­ხა და­უბ­რუ­ნა.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე მქონ­და. ერთ-ერთ მომ­ხმა­რე­ბელ­თან შეკ­ვე­თას ვტო­ვებ­დი და რო­გორც კი “სითი მოლ­თან” მი­ვე­დი და მო­ტო­ციკ­ლი გა­ვა­ჩე­რე, და­ვი­ნა­ხე, ძირს სქე­ლი და დიდი სა­ფუ­ლე ეგდო. ავი­ღე, გავ­ხსე­ნი… შიგ ბლო­მად თან­ხა იდო. დათ­ვლის სურ­ვი­ლიც არ გამ­ჩე­ნია. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ამო­ვი­ღე და და­ვუ­რე­კე ახ­ლო­ბელს, რო­მე­ლიც შსს-ში მუ­შა­ობს. მი­თხრა, პო­ლი­ცი­ა­ში რომ მი­ი­ტა­ნო, პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ხელ­წე­რილს და­გა­წე­რი­ნე­ბე­ნო…

დრო­ის და­კარ­გვა არ მინ­დო­და – ჩვენს სა­მუ­შა­ო­ში სა­ა­თობ­რი­ვად გვიხ­დი­ან და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე “ფე­ის­ბუკ­ზე” ამეტვირ­თა პოს­ტი და ფო­ტოც და­ვურ­თე. მერე მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე. ზუს­ტად სამი შეკ­ვე­თის შემ­დეგ შევ­დი­ვარ “ფე­ის­ბუკ­ზე” და ვხე­დავ, რომ ჩემი პოს­ტი უკვე 16 000-ჯერ არის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი კო­მენ­ტა­რიც აქვს, თან – ყვე­ლა და­დე­ბი­თი… მფლო­ბელს ნი­კო­ლო­ზი ერ­ქვა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ფე­იკ­ნი­კო­ლო­ზიც გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც სა­ფუ­ლის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­დნენ” – ჰყვე­ბო­და ის.

გუშინ კი თორნიკემ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, მან ქუ­ჩა­ში სა­ფუ­ლე იპო­ვა და ძებ­ნის შემ­დეგ, პატ­რონ­საც და­უბ­რუ­ნა. ირ­კვე­ვა, რომ მან სა­ფუ­ლე იპო­ვა, სა­დაც მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ხედ­ვით მისი ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა.

“დე­დას გე­ფი­ცე­ბით ვკან­კა­ლებ, დე­დოფ­ლის წყა­რო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი უნდა ვი­პო­ვო. რამ­დე­ნი­მე 100 ლა­რი­ა­ნი და 20 ლა­რი­ა­ნი დევს სა­ფუ­ლე­ში” – ამ­ბობ­და ბიჭი ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც იქამ­დეა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ნამ თან­ხის პატ­რონს იპო­ვი­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, მას შემ­დეგ, რაც თორ­ნი­კე ნი­ნი­კაშ­ვილ­მა სა­ფუ­ლე, თან­ხით და სა­ბუ­თე­ბით, პატ­რონს და­უბ­რუ­ნა, სა­ჩუქ­რად 100 ლარი მი­ი­ღო.