“პრაღის ქუჩებში რომ არხეინად ვსეირნობდი, თურმე მაგ დროს საფულე დაკარგული მქონდა”

ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრაღის ქუჩებში, არხეინად სერინობდა და თურმე ამ დროს საფულე დაკარგული ჰქონდა.

“პრაღის ქუჩებში, რომ არხეინად ვსეირნობდი, თურმე მაგ დროს საფულე დაკარგული მქონდა. მასში იყო პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საბანკო ბარათები, პრესკარტა და ცოტა ფული (დოლარი, ევრო, კრონი, ლარი).

გუშინ საღამოს შემთხვევით მესენჯერის ის სივრცე შევამოწმე, სადაც არა მეგობარი ადამიანების გამონაგზავნი შეტყობინებებია, სადაც ჩეხურ ენაზე ვიღაცას მონაწერი ჰქონდა, რომ ეროვნულ მუზეუმში ვიპოვე თქვენი საფულე, გავხსენი და პირადობის მოწმობიდან გამომდინარე გწერთ, რომ ის მუზეუმის დაცვას ჩავაბარე და საცავშია შენახულიო. მივვარდით უცებ მუზეუმში და ჩემი საფულე ჩეხური კულტურის საგანძურის ერთ-ერთ სეიფში იყო განთავსებული. ასე გახდა ჩემი ქონება რამდენიმე საათით მრავალმილიონიანი ექსპონატების კოლექციად. მადლობა მას ვინც იპოვა, დაცვას მისცა და მე მომწერა, თორემ ვერც მივხვდებოდი, სად და რა მომენტში გადამივარდა ჯიბიდან“, – წერს ჟურნალისტი.