ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მათი ფონდი სოფელ გვიმლაურის სკოლის გამორჩეულ მოსწავლეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მაბერძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად” – წერს კეკელიძე.