მახო ქვრივიშვილის მეუღლე ხათუნა ფეიქრიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება თავისი სიყვარულის შესახებ. ის და ცნობილი მსახიობი უკვე ხუთი წელია ერთად არიან და როგორც ხათუნა ამბობს, ვერ წარმოუდგენია, რომ მას როდისმე დაშორდება:
„მახოს ორი ჯვრისწერა ჰქონდა ადრე და ეკლესია მესამედ ჯვრისწერას კრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრეს საპატრიარქოში. ამის გამო ჯვარი ვერ დავიწერეთ, ხელი კი მოწერილი გვაქვს…
მახო სამოცი წლის ხდება. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ამ ასაკის კაცს გაჰყვები და მასთან იცხოვრებო, ვეტყოდი, რაღა დროს მაგისი სიყვარულია-მეთქი. როგორ ვცდებოდი. საერთოდ არ ემჩნევა ეს ასაკი არც გარეგნობით, არც ქცევით, არც ხასიათით. ყოველი დღე ჩვენთვის სიურპრიზია…“