მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავის ბოლო გამოსვლას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, სადაც ის შპაგატში ჩაჯდა და მაყურებელი გააკვირვა:
„ქორეოგრაფებმა ამაზე არაფერი იცოდნენ, მხოლოდ ჩემი და ჩემი მეწყვილის სპონტანური გადაწყვეტილება იყო. პირველად მეც მეუცხოვა, ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი, შემდეგ ნოდომ დამარწმუნა, რომ გამომივიდოდა და ეს იქნებოდა ბოლო აკორდი ცეკვის დასასრულის. დავიჯერე და მართლაც ეფექტური გამოვიდა…“