ჟურნალისტი გიორგი მგალობლიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ვინ გეცოდებათ? რას გულნაზობთ? რა არაადამიანური მოპყრობა და სისასტიკე, ცოტას ხო არ აჯანჯღარებთ?
საბრალო კი არა, ქვეყნის სირცხვილია, ეს არშემდგარი მანდელა!
ერთი გრამი ვაჟკაცობა და ღირსება არ შერჩა (არც ჰქონია არასდროს) ამ კურდღელს, მიიღოს ის სასჯელი, რაც დაიმსახურა (მითუმეტეს, კიდე მსუბუქად გამოძვრა).. გორაობს და ისტერიკებს აწყობს, ეს ბავშვობიდანვე ტვინნაღრძობი ფსიქოპატი!
ან ვინ ექცევა შეუსაბამოდ და არაჰუმანურად?
ამ დროს… ხალხს სისხლს არწყევინებდნენ და აინვალიდებდნენ, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც, მისი ზეობისას…
პ.ს. ადამიანებიც მეცოდება და ცხოველებიც… ამ არსებაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი“, – წერს ჟურნალისტი.