თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ისე, რაც მე ციხიდან მოწერილი წერილები მაქვს – ვანოსი, უგულავასი, კეზერაშვილის, ეგ ყველაფერი რომ გავასაჯაროვო, ნაცებში დედა შვილს არ აიყვანს.
მაგრამ ცხადია ამას, რომ მაწამონ, არ ვიზამ. (როცა მენდობოდნენ, მაშინ მომწერეს და იმიტომ).
მემუარებისთვის ვინახავ და მაშინაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, თუ საინტერესო იქნება კონტექსტისთვის – და არა ვიღაცის გასაშავებლად.
პ.ს. მელიას რომ ჩანაწერს უვრცელებენ, ამას ვეხმაურები “