ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე გადაცემაში “სთორი” პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
როგორც ნატალია გადაცემაში აღნიშნავს, მეუღლის 3 შვილის მიმართ, რომელიც მას წინა ქორწინებიდან ჰყავს, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.
“ჩვენს ურთიერთობას ბევრი უსიამოვნება ახლდა თან. არჩილის ოჯახის დანგრევა, რომელიც ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო. მეორე ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ამ ბავშვებთან, რაც მთელი ცხოვრება გამყვება. მათ დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში, რა თქმა უნდა, ჩემი ხელიც ურევია. მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც რომ იგივე რამე დამემართოს, არ მგონია სწორი იყოს, რომ სხვას დავაბრალო. მართალი რომ გითხრათ, მერიდება და ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს. მჯერა კარმის და როდესაც, ასეთ ნაბიჯს დგამ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო”, – საუბრობს ნატალია ქუთათელაძე.