,,პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე, ბაგირა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გულშემატკივრებს მიმართავს.
,,უზომოდ მადლიერი ვარ ადამიანებით, რომელთაც ასე, არაფრის გამო შემიყვარეს და მიმიღეს. დიახ! ვფიქრობ რომ არაფრის გამო. არაფერი გამიკეთებია იმისათვის, რომ ასეთი სიყვარული დამემსახურებინა, უბრალოდ ვცხოვრობდი ისე, როგორც მანამდე.
გულს მტკენს ის ფაქტი, რომ ბევრმა ადამიანმა ჩემს ტრავმებში საკუთარი ტკივილი იპოვა, რაც უსამართლოდ მიიღო საყვარელი ადამიანისგან… უამრავი გოგონა, ჩემზე ასაკით გაცილებით პატარა, მწერს და მიყვება თავის ისტორიას, ყველას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულს, მაგრამ ერთნაირად დამანგრეველს…
ჰოდა, დროა, გადავდგათ პირველი ნაბიჯი, ნუ შეგეშინდებათ, მთავარია გაბედო და ის ნაბიჯი მოგცემს ძალას საბოლოო გამარჯვებისთვის!
P.S ბაგირა თქვენს გვერდითაა, არასდროს შევწუხდები თქვენი მოსმენით და გამოსავლის ძებნით! ბოდიშს გიხდით თუ ყველას ჯერ კიდევ ვერ გიპასუხეთ, გამოვასწორებ, გპირდებით!”, – წერს ბაგირა სოციალურ ქსელში.