“გილოცავ შიზოფრენიკო, ასეთი საშინელებებით შედიხარ ისტორიაში დაღმაშენებელო”

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

“გილოცავ, შიზოფრენიკო.
ასეთი საშინელებებით შედიხარ ისტორიაში, დაღმაშენებელო. შენს დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, ყოველთვის შეგახსენებთ ამას, სანამ არ წაგიყენებენ შესაბამის ბრალდებებს შენ და შენს ბანდას.
21 დეკემბერია და მარსი რეტროგრადში იქნება თუ ვენერა, ყველაფერს ლოგიკა დააწყობს. ახლა კი ‘ჩაუჯექით’, ვისაც ნამუსი არ გაწუხებთ. მე ვემსახურები სამშობლოს და ჩემს ხალხს.

 დარეჯან მეფარიშვილის პოსტი
“სააკაშვილის დაბადების დღეაო და ვისაც როგორი დამოკიდებულება აქვს ისე ულოცავს – ზოგი “ისე”, ზოგიც – “ასე”.
მე კი ასე ვიტყოდი:

იმ დღეს ადვოკატი ლალი აფციაური, ექსპერტი ალეკო გეჯაძე და მე “ალიადან”, სამტრედიაში წავედით.
რკინიგზის გადაღმა, ნახალოვჯკაში მივედით. ერთ ოჯახში.
25 თუ 27 წლის მიცვალებულის გვამი უნდა დაეთვალიერებია ექსპერტს.
ზუსტად არ მახსოვს და ეს ბიჭი დაახლოებით 180 სანტიმერტი იქნებოდა, დაკავებისას 85 თუ 90 კილო.
6 თუ 7 თვე (შეიძლება მეტი, ან ნაკლები, არ მახსოვს ზუსტად) იჯდა.
ვადაზე ადრე “გამოუშვეს”, მიცვალებული გამოიტანეს, ისიც მას შემდეგ, რაც დედამისმა ააწრიალა სამყარო.
1 კვირის გარდაცვლილი ყოფილა.
1 კვირის მერე გაატანეს დედას.
როცა კუბოს სახურავი გადახადეს, დღემდე არ ვიცი, რატომ არ შემიწუხდა მაშინ გული.
ძვალზე გადაკრული ტყავი იწვა.
დაჩეხილი.

ისე იყო “შეკერილი”, ვერც მაშინ, როცა სტატია დავწერე, ვერ აღვწერე და ახლაც მხოლოდ ნაკერებს ვხედავ, სიტყვებს ვერ ვაკოწიწებ.
ნაწიბურები ტყავზე “ეყარა”, ნემსით კი არა დრელით “შეკერილი” გეგონებოდათ.
ძვალი, ტყავი, ძვალი, ტყავი, ტყავი, ტყავი, ტყავი…
ჩაწითლებული, დალურჯებული, სისხლი, სისხლი, სისხლი.
და მაშინ პირველად…

პატიმრის დედამ თქვა და პირველად “გაისმა” “ალიადან”…
– ჩემს შვილს, რომელიც ჯანმრთელი იყო ამოაცალეს ყველა ორგანო და გაყიდეს!
ეს დაჩეხილ-აკუწული პატიმრის დედამ თქვა.
გამწარებულმა დედამ, 25 თუ 27 წლის ბიჭის ძვლების გროვას რომ დასქცეროდა და მისი ბღავილი არემარეს უფრო მეტად ნაცრისფერს ხდიდა…
ჰოდა, თურმე საქართველოს, ქართველი ხალხის მომავალი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყოფილა მიბმული...”, – წერს მსახიობი.