20 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე, საახალწლო სამზადისზე და პატარა ელის მარიაზე ისაუბრა.
– როგორ ემზადებით ახალი წლისთვის?
– მართალია, ბათუმის კონცერტზე მიმიწვიეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ბავშვის გარეშე არსად დავდივარ, მისი ბათუმში წაყვანა კი, ძალიან გამიჭირდება.
– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ?
– რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა. მთელ დროს მასთან ვატარებ, ამიტომ ძალიან უჭირს ჩემს გარეშე გაძლება. ძალიან მოსწონს თეატრი, საშინლად აინტერესებს როგორ ვმღერი და ვთამაშობ სცენაზე.
– დედას უფრო ჰგავს ხასიათით, თუ მამას?
– ჯერ პატარაა, ამიტომ ხასიათი ჯერ არ ჩამოჰყალიბებია, თუმცა ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს. სწრაფად სწავლობს უცხო ენებს, კარგად ესმის ინგლისური და მოსწონს ინგლისურად ლაპარაკი.
– რამდენად რთულია იყო კარგი დედა?
– ძალიან რთულია, რადგან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.
– როგორ აღნიშნავთ ახალ წელს, განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
– ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. კერძებს მეტწილად დედა ამზადებს, მე კი, ნაძვის ხის მორთვა მირჩევნია.