ნანიკო ხაზარაძე მეუღლესთან დაშორებაზე ალაპარაკდა

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში, პირადი ცხოვრების შესახებ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„მეც შევაჯამებ წელს, წელს კი არა 10 წელს.
ძალიან უცნაური ურთიერთობა დასრულდა, თან ზუსტად ისე დასრულდა როგორც დაიწყო.
მართლა არ ვიცი როდის და როგორ დაიწყო, არც ის ვიცი როდის შევხვდი პირველად, არც ის ვიცი როდის დავიწყეთ ერთად ცხოვრება, არ ვიცი !!!
არც ერთი თარიღი არ ვიცი, არცერთი !!!
ვიცი მხოლოდ ბევრი ვიბრძოლეთ და ვიბრძოლე ამ ყველაფრისთვის  
არც ახლა ვიცი როდიდან და როგორ არ ვართ ერთად. მხოლოდ ერთი რამე ვიცი ზუსტად , ჩვენი შეხვედრა აუცილებელი იყო, თუ რატომ ეს ოროვემ კარგად ვიცით და არ ვიცოდით მაშინ, მხოლოდ ვგრძნობდი მე და ამას სულ ვეუბნებოდი ლევანს, ვეუბნებოდი რომ ის ძალიან შეიცვლებოდა, დავნიძლავდით კიდეც

ალბათ ამიტომაც დავიწყეთ ურთიერთობა დიდი წინაღობის მიუხედავად.
ჩვენ ფოტოც კი არ გვაქვს სადაც ის ან მე ვკოცნით ერთმანეთს, ან თუნდაც ვეხუტებით  .
ლევანის მშობლები მგონი შარშანწინ გავიცანი

არც ქორწილი, არც არაფერი….. ლევანი დედიდაჩემს და დეიდაშვილებს ახლაც კი არ იცნობს.

მართლა უცნაურია.
არა და , არა და , არა და ……. იყო და არა იყო რა  
აბა შენ იცით ლევან, კარგი სპეციალისტი ხარ და გააგრძელე ხალხის დახმარება.
ლევან თეა წამრატება ახალ საქმეში  
აბა მე ვიცი  
გუშინ ქუძაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა …. ამიტომაც გაგექცა ქმარიო :)))
ამიტომ
ვწერ, კიდევ რომ არ მომაძახოთ. ამით ვასრულებ წელს და გაურკვევლობას“,- წერს ნანიკო ხაზარაძე.