ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციას ეხმაურება და წერს.
„არა, მაინც რას ელოდით, ფართუკის შიდა ჯიბიდან ჩირს ამოიღებდა და დაარიგებდა?!
ბაბო გამიბრაზეს!“ – წერს მძინარაშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა ასე მიმართა: “აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყვნენ ისინი 2007-ში? ან მიშას შტაბში იყვნენ, ან “ქართუ ბანკში” მოკალათებული”.