ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ დას იუბილეს ულოცავს და მასზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“29 დეკემბერი ძალიან მიყვარს. ჩემი ერთადერთი დის დაბადების დღეა. ასევე ერთადერთია ვინც ჩემი გულისთვის ტყვიაზე წამსვლელია. ოჯახის ყველა წევრი შევაგუე, რომ მეტნაკლებად ცნობადი რომ ხარ, ყველას ვერ მოეწონები და ვიღაც გაგლანძღავს. ამ აზრს ვერ შევაგუე მხოლოდ ჩემი და. ისე მეშინია ვინმე არ შემოაკვდეს ჩემი გულისთვის. არ იცით როგორ დასდევს ჩემს ჰეითერებს
ვერ გამოვედი ჩემი დის აჩრდილიდან. დღემდე დაძაბული ვარ ყველა გადაცემის დროს, ვაი და რამე არ მოეწონოს ჩემი…ალბათ ვერც ვერასოდეს დავძლევ ამ კომპლექსებს. იმიტომ რომ ალბათ არც მინდა დავძლიო.
მინდა სულ მაგრად მყავდეს და გამახაროს მისი მეუღლის და ორი უმაგრესი შვილის ბედნიერებით.
ან რანაირად არ მიყვარდეს 29 დეკემბერი, ეს ხომ ჩემი მშობლების დედად და მამად გახდომის დღეა”, – წერს ლიკლიკაძე.