“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პრეზერვატივზე გამოსახვის ფაქტს და წერს, რომ კვარაცხელია უკვე არის დიდი ფეხბურთელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეხედულებები ყველას მოეწონება.
“მეგობრებო, ჩვენ ყველას გვყავს საყვარელი ვარსკვლავები.
მუსიკოსები, სპორტსმენები, რელიგიური ლიდერები, მეცნიერები, ავტორები, რეჟისორები, პოლიტიკოსები …
ეს ადამიანები არიან საჯარო პირები.
ჩვენ შეიძლება ძალიან გვწყინდეს როდესაც ვარსკვლავს დასცინიან, მაგრამ ეს არის ფასი, რაც საჯარო ცხოვრება ჯდება.
რაც დიდი ხარ, მით ხმამაღალია დაცინვაც იმიტომ რომ ვარსკვლავის წონა ანიჭებს ხმას.
ხვიჩა კვარაცხელია უკვე არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი შეხედულებები ყველას მოეწონება, გარდაუვალია რომ მასაც დასცინებენ, ზუსტად ისე, როგორც მესის, რონალდუს, ან რომელიმე მეგა ვარსკვლავს.
და ახლა თქვენ თუ ამაზე კრიჭა შეგეკრათ, არ ივარგებს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “აიისამ” ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატი გამოუშვა.