“ნიკანორ მელია მოიკითხეთ, “მიშა მოიცდის”

კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას “თავგამოდებულ დამცველებს” მიმართავს.

“ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა “თავგამოდებულმა დამცველებმა”, ზოგი გულწრფელად დამცველია, მაგრამ ბევრმა ტროლ-ბოტად ქცეულმა “დამცველმა” მორიგ ბრიფინგამდე და მორიგ დაპირებამდე – მორიგ სიცრუემდე მოიკითხეთ. მისი ცნობილი ფრაზა- “მიშა მოიცდის”, ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით ახლა ( ვისაც გეხებათ) დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?! ეგრე გააგრძელეთ მაგ ” მელიას სტრატეგიით” და მერე რომ დამძიმდება და გვიან იქნება სტატუსები გამოაცხვეთ და ბინძური კომენტარები ოპონენტებზე თავდასხმებით და იძახეთ “ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევიან”???? ჰოდა არ ერევიან…. ხომ მიაღწიეთ ამ მელიას იდიოტური და მავნებლური მესიჯბოქსით შედეგს……. სირცხვილი და კატასტროფაა რაც ხდება!!!!!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.