პოეტი დიკა სალაყაია, რომელსაც კოვიდით ახალგაზრდა და გარდაეცვალა, უცნაური მოვლენის შესახებ წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ქალის კაბა ჩანს.
,,ჩემი სახლის კამერამ ეზოში დააფიქსირა წუხელ, ანარეკლი, მზე, არაფერი არ იყო… გვიან, სიბნელეში. რა შეიძლება იყოს? ვერ ვხსნი. ფეხები და ფრთეეეებიიიიი? ანგელოზის სილუეტია წელს ქვემოთ თუ მეჩვენებააა?”, – დაწერა დიკა სალაყაიამ, რომელსაც მამა იაკობ მესტვირიშვილმა უპასუხა.
,,ეკლესიური სწავლებით, ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ ადის ზეცად, არის ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. რაც შეეხება უხილავ ძალებს, როგორებიც არიან ანგელოზები, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი, ისინი ნამდვილად არიან მთელ სამყაროში, მათ შორის _ ჩვენთან ერთად, ამაში ახალი არაფერია. არის მრავალი ასეთი სურთი და ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია ანგელოზი ხილულად, ასევე არიან ადამიანები, ვინც ეს ყოველივე ნახეს. ასევე ადამიანის სული ცხადად ბევრს უნახავს გარდაცვალების შემდეგ.
რამდენიმე წლის წინ მოსალოცად ვიყავით ერთ-ერთ მონასტერში 50-მდე ადამიანი მრევლთან ერთად. აქედან 10 კაცმა დაინახა ცხადად, თუ როგორ დადიოდა ჩვენთან ერთად 9 დღის წინ გარდაცვლილი ადამიანი, მამა ევსები, რომელიც შემდეგ ვიდეოზე და ფოტოზე ამოიცნეს. ეს ყოველივე ჟურნალ ,,ქაროზშიც” დაიწერა”, – აღნიშნა მოძღვარმა.
,,მჯერა რომ ბაკოა. ვისაც არ სჯერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა მჯეროდეს. მჯერა, იმიტომ, რომ 3 თვის წინ გარდაცვლილი მამიკო სიზმრად ისე ვნახე, დღესაც ვერ ვიჯერებ და ვერ ვხსნი, ცხადი იყო თუ სიზმარი, იმდენად ვგრძნობდი ჩახუტებას, ხმას, ყველაფერს”, ,,დედაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ღამით მე და მაკამ ერთანაირად გავიგეთ, როგრ გვეძახდა რაღაც ხმა – ,,მაკა, მაკა”. შევშინდით და გავიქეცით. ხმა მოგვსდევდა, თითქოს ხელით შეგვეხებაო. სახლში შევვარდით. ძლივს დაგვაწყნარეს. მერე ორივემ ერთნაირად მოვყევით, რა გავიგონეთ და დავასკვენით, რომ დედაჩემის ხმა იყო. ახლაც რომ ვწერ, მაცახცახებს… ჩვენ ჩვენი ანგელოზები გვყავს ზეცაში, შენი დაიკო დაგფოფინებს თავზე, კიდევ ბევრჯერ იგრძნობ მის სიახლოვეს”, – წერენ კომენტარებში.