„ცეკვავენ ვარსკვლავების“, ერთ-ერთი მონაწილე, თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის დატოვების შემდეგ დასვენებას აპირებს.
„მეგობრებო! უსაზღვროდ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! მინდა იცოდეთ, რომ ამაოდ არ ცდილობდით,
მე მადლობელი ვარ ყველა იმ ცეკვისთვის რომელიც შევასრულე და ამის საშუალება თქვენ მომეცით! მადლობა, რომ აქამდე მომიყვანეთ!
მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა ჩემს იმ ახლობელს და მეგობარს, რომელმაც დაჟინებით მირჩია, მონაწილეობა მიმეღო ამ ძალიან მაგარ პროექტში. სრულიად სხვა ფორმაში ჩავდექი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. სხვანაირი ენთუზიაზმით ვუყურებ ახლა ცხოვრებას! ვიცი, რამდენი რამე შეიძლება ადამიანმა მოასწროს ერთ დღეში! და… ცხოვრებაში! რომ მოქმედებაა ცხოვრების მთავარი იდეა!
ცხოვრებაც, ისევე როგორც ეს პროექტი, თან ცოტათი ჯოჯოხეთია და თან, სამოთხე, მაგრამ როცა გამოდიხარ კომფორტის ზონიდან და ყველაფერს აკეთებ, ის შრომა, რომელსაც დებ საქმეში, ხედავ, რომ ბრუნდება ხალხის სიყვარულის სახით, აი, მაშინ ხვდები, რომ უბრალოდ უფლება არ გაქვს ეს ბედნიერება არ აჩუქო შენს თავს და შენს გულშემატკივარს.
აუცილებლად გეტყვით, რომ ყველა ჩემი გულშემატკივარი ახლა ჩემი ბაბისკენ უნდა გადავერთოთ! #0903300352
მე კი დავისვენებ, მეგობრებს მოვინახულებ, ტრავმირებულ კოჭებს და მუხლებს მოვიშუშებ, ვინებივრებ დააა დავიძინებ 4 საათზე მეტს, როგორც იქნა! შემდეგ ისევ გიმღერებთ ეკრანიდან და სცენიდან . იხარეთ და იბედნიერეთ, უზომოდ მიყვარხართ ჩემი მხარდამჭერები!
პ.ს. ოჯახის წევრები ვნახე და თურმე, არ ყოფილა ცუდი ხალხი“ – წერს თათა გიორგობიანი.