მსახიობი თემო გვალია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“აი მიშა, “სროკი” არის ეს!
“ცემა-ტყეპა”, “ბაღლინჯოები” , “ტარაკნები” , “კოღოები”, “ვირთხები”, “ბალანდა” და არა ჩახოხბილი და ზედ ორი ბოთლი კონიაკი!
ისე ეს ბაბუ, (თუშია) თიაქარით იყო დაავადებული და მე, რომ განვთავისუფლდი, რამდენიმე თვეში იქვე გარდაიცვალა როგორც გავიგე ზონაში.
და ეს იმიტომ, რომ მკურნალობაზე და ოპერაციაზე გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ!!!!!
მეორე პატიმარი – გოჩაც, ციხიდან განთავისუფლდა და ისიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა თავისუფლებაზე!!! ისიც შენი რეჟიმის მსხვერპლი იყო..
ნათელი მათ სულებს..
ჩვენ ფეხზე ვიხდიდით სასჯელის უდიდეს ნაწილს. შენ კი წამოწოლილი ხარ საწოლზე კლინიკაში, გვერდზე კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელევიზორი, ორ ოთახიანი “ბაითი”, მომსახურება, უამრავი მნახველი, კვება და კიდე რა ამბავში ხარ?
იყუჩე! “, – წერს თემო გვალია.