ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი „ლისი ივენთ ჰოლში“გამართულ ნაიზ დიასამიძის კონცერტს ესწრებოდნენ.
ცნობილმა დირიჟორმა გამოაქვეყნა თავის რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო და დაწერა:
„შობის დღეს ნიაზ დიასამიძის კონცერტს ვესწრებოდით „ლისი ივენთ ჰოლში“ თბილისში, საქართველოში… და ჩემი შთაგონება მარიამ შარმანაშვილი!.. ყველას სიყვარულით, სიამოვნებითა და მადლიერებოთ სავსე წელიწადს გისურვებთ!..“
წინა წლის ოქტომბერში კარლო პონტის კიდევ ერთი სტატუსი ჰქონდა მიძღვნილი საყვარელი ქალისადმი:
„გაგიჟებული ვარ ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე, ქართველ მერილინ მონროზე. საქართველო საუკეთესოა!..“