თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 13 იანვარს 9 მსჯავრდებულის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„პრეზიდენტმა რომ შეიწყალა ვინც შესაწყალებლად ჩათვალა და იქ არც სააკაშვილი და არც გვარამია იყო – ხომ ნახეთ?
ნუ ბრაზობთ ხოლმე, როცა მის კართან აიტუზებით და მოწყალებას სთხოვთ, ცივ წყალს რომ გასხამთ.
ამას შედეგისთვის არ აკეთებთ (შედეგისთვის რომ აკეთებდეთ, და უბრალოდ ცდებოდეთ, უფრო ლმობიერი ვიქნებოდი). საძაგლობა ისაა, რომ საკუთარი თავებისთვის აკეთებთ, თავის გამოსაჩენად – ტელევიზორში გამოჩნდეს, რომ თქვენც რაღაც ქენით აქტუალურ თემაზე.
მერე რა რომ ყალბ მოლოდინებს აჩენთ, პროცესისადმი ნდობას ბოლომდე ანადგურებთ და ფარჩაკებად ჩანხართ – მთავარია იმ დღის ნიუსში გამოჩნდეთ.
არ მოგაქცევდით ყურადღებას, ძალიან რომ არ გვჭირდებოდეს, რომ თქვენგან დისტანცირებულად ვჩანდეთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.