ეს ახალი წელი მარიკა თხელიძის ოჯახისთვის ნამდვილად სასიხარულო და ბედნიერების მომტანია. მომღერალი ამ დღეებში მეორე შვილის, პატარა გოგონას დედა გახდება. ჟურნალი „თბილისელები“ წინასწარ ულოცავს მას ამ სასიხარულო მოვლენას და ახალ წელს – ულევ ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს ოჯახთან, მეუღლე – გიორგი მანველიძესთან და უფროს ვაჟ – ნიკუშასთან ერთად.
მარიკა თხელიძე: წელს განსაკუთრებული ახალი წელი დგება ჩვენი ოჯახისთვის – ველოდებით პატარა გოგონას და გაასმაგებულად ვეგებებით დამდეგს. პატარას მოლოდინში განსაკუთრებულია ჩვენი საზეიმო განწყობა და ბედნიერების შეგრძნება. არის რაღაცები, რასაც ვერ დაგეგმავ და განგების ნებაა და მე მადლობელი ვარ მისი, რომ ყველაფერი ასე დაემთხვა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ახალი წლის დღესასწაული რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და როგორ მიყვარს. ქალაქი რომ ირთვება საზეიმო განწყობა მიჩნდება და ეს ამაღლებული გრძნობა ქუჩაში მოსიარულე ხალხსაც ეტყობა. ახალი წლისთვის მზადებას, ფაქტობრივად, შემოდგომიდან ვიწყებ. გიორგი ხუმრობს ხოლმე: სექტემბრიდან გვასმენინებს მთელს ოჯახს ახალი წლის სიმღერებსო (იცინის). ასე რომ, იმდენად მიყვარს ეს დღესასწაული, რომ ჩემ გარშემო ყველას სექტემბრიდან ვუქმნი საახალწლო განწყობას. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დავდგამ და მოვრთავ ნაძვის ხეს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რომ საახალწლოდ სახლი იყოს ლამაზად მორთული, ამაღლებული და სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდეს. თებერვლის ბოლომდე მიდგას ნაძვის ხე და მისი აღება სულ მენანება.
– შენეული საახალწლო რიტუალებიც გაქვს?
– ყოველ წელს აუცილებლად უნდა შევმატო ახალი სათამაშო ნაძვის ხეს. ზოგადად, სიახლე ასოცირდება ახალთან, დადებითთან… მე ასე ვარ განწყობილი. თორმეტ საათზე აუცილებლად უნდა ჩავიფიქრო სურვილი და ვიცი, აუცილებლად ამიხდება. ამხდენია კიდეც.
– ბავშვობის დროინდელი სათამაშოებიც გაქვს შემორჩენილი?
– არა, ბავშვობის დროინდელი სათამაშოები ყველა გავაჩუქე. ძალიან მომწონს, როცა ნაძვის ხე ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოებითაა გაწყობილი და ბევრგან შევნიშნე. იმ ბედნიერ ბავშვობას მახსენებს. თუმცა, გული არ მწყდება, მე რომ აღარ მაქვს, სიკეთეში გამოიყენოს იმ ადამიანმა, ვისაც ვუსახსოვრე.
– როგორც მივხვდი, ნაძვის ხეს თავად რთავ.
– არა, დედა რთავს ნაძვის ხეს და მე საბოლოო ვარიანტში შემაქვს ჩემი შტრიხები. დეტალებში ვერევი. აი, ახლა დავუკვირდი, რომ ტრადიციაა ჩვენს ოჯახში – ნაძვის ხე დედამ უნდა ააწყოს.
– მეკვლის ინსტიტუტის და ბედობის თუ გჯერა? თუ გახსოვს, წელს ვინ იყო შენი მეკვლე?
– როგორც ვიცი, საახალწლო საჩუქარი ქმარმა ნაადრევად გაგიკეთა და სიმღერა გაჩუქა. მართალია?
– მართალია, ქმარმა ლილიკო ნემსაძის სიმღერა მისახსოვრა საჩუქრად. სხვათა შორის, ეს სიმღერა ჩემი და გიორგის ურთიერთობას ჰგავს. სიმღერა ქუჩის ბიჭებთან ერთად უნდა ჩავწერო და კლიპიც გადავიღოთ. ამას პირველად ვამბობ თქვენთან. პატარა დაიბადება და გავაქტიურდები აუცილებლად. გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს და მაქსიმალურად მიწყობს ხელს, ვიმღერო და სცენაზე ვიდგე. სიმღერა კი მაჩუქა გიორგიმ, მაგრამ ვიცი, საახალწლოდ კიდევ აქვს ჩაფიქრებული საჩუქარი. სულ ცდილობს, გამანებივროს. სხვათა შორის, ახალი წლის ტრადიციაა ასევე, ნაძვის ხის ქვეშ ეწყოს ყველა ოჯახის წევრისთვის საჩუქარი. ბავშვის საყიდლებზე ვიყავი გადართული და ჯერ არ შემირჩევია საახალწლო საჩუქრები, რაზეც ახლა დავფიქრდები, რომ ოჯახის წევრები გავახარო.
– სადღესასწაულო სუფრისთვის გოზინაყსა და კერძებს ვინ ამზადებს?
– მოგატყუებთ, რომ გითხრათ, გოზინაყსა და საცივს მე ვამზადებ-მეთქი. წელს ვერა, თუმცა მომავალ ახალ წელს აუცილებლად ვცდი. გოზინაყს ყოველთვის დედა აკეთებს და სხვა კერძებსაც. საოცრად გემრიელი ხელი აქვს და მისგან ამ მხრივ განებივრებული ვარ. მოკლედ, სადღესასწაულო სუფრის გამზადებაში წელს დედიკოს ხელს დავჯერდები (იცინის). არა მარტო დედისგან, ქმრისგანაც და მეგობრებისგანაც განებივრებული ვარ, ამაში გამიმართლა. ზოგადად, ნამდვილად გამიმართლა. მადლობა ღმერთს, თეონასნაირი დედა რომ მყავს, ნიკუშას შვილი რომ ვარ, ჩემს შვილსა და მომავალ შვილში და მეუღლეშიც რომ გამიმართლა. ასე რომ, ოჯახში, პირად