“ყველაფერს თავის დასასრული აქვს”

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ყველასთვის საყვარელი სერიალი “შუა ქალაქში” უნდა გაგრძელებულიყო.

ეს ინფორმაციას მსახიობმა, ჯაბა კილაძემ უარყო.

მისი თქმით, ყველაფერს აქვს დასასრული და შესაძლოა, სხვა პროექტებში იხილოს მაყურებელმა სერიალში მონაწილე მსახიობები.

“შუა ქალაქში“ არ იქნება, ამ სერიალმა თავის გასაკეთებელი გააკეთა. მიხარია, ამდენი წლის მერეც რომ უყურებს ხალხი.

თუმცა, ყველაფერს თავის დასასრულია აქვს. ჩვენ ყველამ გადავშალეთ შემდეგი ფურცელი და ვნახოთ, რა როგორ იქნება, შესაძლოა, რამე ახალი პროექტი იყოს.

მადლობა, ამხელა ყურადღებისა და სითბოსთვის“, – აცხადებს მსახიობი.