მოქალაქე მაკო კომლაძე საგარეჯოში მოკლული პოლიციელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ოთარ ღვინაშვილთან შეხვედრა იმ დროს მოუწია, როცა ძაღლი მოუკლეს.
“ოთო ერთხელ ვნახეთ ზაფხულში… ბეილი რომ მომიკლეს იმ ღამეს, საგარეჯოს პოლიცია მოვიდა წაგვიყვანეს მე, ბასა და მეზობლები და გამთენიამდე იქ ვიყავით დაკითხვაზე. ისეთი ოქრო ბიჭი, პროფესიონალი, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ თუ ვნახულობო…
სულ აქ ვარ საგარეჯოშიო, მალე უნდა გადავიდე თბილისშიო და უხაროდა, ორი შვილი მყავს და ჩვენც გვყავს ძაღლიო და ის რომ ვინმემ მომიკლას ხომ გავაფრენო. ისე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ირაკლიმ და ოთომ ნომრებიც გაცვალეს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დღეს დილას ოთოს ამბავს ვიგებ…. ისე ვბღავი ისე …. სულ ის ღამე მახსენდება” – წერს მოქალაქე.