არ არსებობს ამის განკურნება… – ნუკა კვალიაშვილი დედის მძიმე დაავადებაზე (ვიდეო)

მომღერალი, ნუკა კვალიაშვილი თავისი დედის, ეკას ავადმყოფობის და მისი დიაგნოზის შესახებ საუბრობს. ამის შესახებ მან გადაცემა “სთორიში” განაცხადა.

არ არსებობს ამის განკურნება, ეს არაფერ შუაში არაა მეხსიერებასთან, გაფანტული სკლეროზია მისი დიაგნოზი, მაგრამ ზურგის ტვინზე არაა გადასული.


ამ დიაგნოზის ადამიანები პარალიზებულები არიან. აქვს ტკივილებიც, რომელიც ხელზე, ფეხზე გადადის. მე ვაძლევ მოტივაციას, მაქვს უნარი ადამიანი, ცხოვრებისგან დაღლილი, ფსიქოლოგიური ჩავარდნებით გამოვიყვანო მდგომარეობიდან, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მომღერალი.