“Movement“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაიცვალა ქალი, რომელიც მის ოჯახში 18 წელი მუშაობდა.
“ასეთი გაგლეჯილი და გატეხილი გული არ მქონია მილიონი წელია. მაიკო ჩვენ ოჯახში მოვიდა 8 წლის რომ ვიყავი და მას მერე ჩვენთან მუშაობდა. ყველაზე მხიარული ადამიანი. ყველაზე მზრუნველი, პარიზში ცხოვრებისას რამდენჯერ მინატრია, რომ აქ ყოფილიყო ჩემთან ახლოს და ისევ ისე ეზრუნა ჩემზე, როგორც ამას ბოლო 22 წელი აკეთებდა. ჩემი მესაიდუმლე და ჩემი თანამზრახველი ყველაფერში. მაიკო ჩემო ენერგიულო, დაუზარელო, საუკეთესო ძალიან მიყვარხარ! სულ ჩემს გულში იქნები!!! სამუდამოდ.
შენნაირი ადამიანების გამო მჯეროდა და მჯერა, რომ სამყაროს მართლა სიყვარულის ენერგია მართავს! დღეს დავკარგე სანდო და ერთგული მეგობარი. ყველას საშინლად დაგვაკლდები. კიდე არ წარმოგვიდგენია ალბათ ისე დაგვაკლდები. თავისი შვილის გარდაცვალების დღეს წავიდა ჩვენგან ჩემი მაიკო! “, – წერს ანანო ბაკურაძე.