„დილა მშვიდობისა საქართველოს“ მამა საბა ჭიკაიძე ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ მეუღლეები ერთმანეთისთვის ყოველდღე უნდა ქმნიდნენ დღესასწაულს:
„რამდენი შვილიც უნდა გაჩუქოს უფალმა, უნდა გახსოვდეს, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი მეუღლე. საიდუმლო არის აღსრულებული მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის, ისინი ერთნი ხდებიან. ყველას ვეუბნები, რომ შვილს ნუ მიეჯაჭვებიან. შვილს მომავალ მეუღლეს და ქვეყანას უზრდი, ხოლო შენ და შენი მეუღლე ერთნი ხართ სამარადისოდ… ის წყვილი, რომელიც წინდაწინ ფიქრობს, თუ ვერ ავაწყვე ურთიერთობა, დავშორდებიო, ასეთი ურთიერთობა თავიდანვე განწირულია…“