“არ შეიძლება მამაკაცმა თქვას, რომ დედა ყველაზე მეტად უყვარს”

ჟურნალისტი  ლიზა ვადაჭკორია აცხადებს, რომ არ შეიძლება მამაკაცმა თქვას, რომ დედა ყველაზე მეტად უყვარს. ამის შესახებ მან გადაცემა “დღის პოსტში” განაცხადა.


“მე მაგალითად, თუ დღეს გვიანობამდე ვმუშაობ. მივალ სახლში და მე ვახშამი დამხვდება, რადგან ჩემს ქმარს არ ეთაკილება, რომ თავის ცოლს დაახვედროს. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ დღეს ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს პრობლემა არ აქვთ.

ძალიან მინდა, რომ დღევანდელი ქალი თავის თავთან ჰარმონიაში იყოს. არ იჩაგრებოდეს, არც ოჯახში და არც სამსახურში. არ შეიძლება მამაკაცმა თქვას რომ დედა ყველაზე მეტად უყვარს. ყველას თავისებური ადგილი უნდა ჰქონდეს”, – ამბობს ლიზა ვადაჭკორია.