რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” გამარჯვებული, გურამ შეროზია ამავე პროექტის მონაწილე თამაზაზე სოციალურ ქსელში წერს.
“თამაზა გვიან მიხვდა, რომ ფოტოს ტყუილად არ გადავიღებდი და პოსტს ვუცხობ, კი გახდა მოსასულიერებელი, მაგრამ გვიანი იყო… მაშ ასე:
ჩემი აზრით, თამაზა პოზიტიური და კარგი ბიჭია, გარეთ რომ გადავკვეთილიყავით სადმე – შეიძლება გვემეგობრა კიდეც, მაგრამ დახურული სივრცე, კოონკურენცია, სტრესი და კი აიჭრა ესეც, სხვებიც, ნუ მეც და ა.შ.
საერთო ჯამში – მტრები არ ვართ, ვინ იცის, იქნებ სადმე კარგადაც გადავიკვეთოთ. გემოვნებიან, მუდამ მომღიმარ და მშრომელ ხალხს მე პატივს ვცემ, თუ სადმე მის ფოტოს გადააწყდებით – გთხოვთ ჩემებმა ცუდი არაფერი დაწეროთ, არ ვართ მტრები… დასრულდა პროექტი და გარედან ბევრად უფრო მშვიდად და პოზიტიურად ჩანს ყველაფერი დამშვიდებულზე, წარმატებები თამაზას“, – წერს შეროზია.